უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა.
ომბუდსმენი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მიმართა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, ეუთოს თავმჯდომარესა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაეროსა და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, უკრაინაში 9 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლობებს და 78 საელჩოს.
"იმედი გამოვთქვი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობა უზრუნველყოფს მის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლიან სასამართლოს", - წერს ის.
ლუდმილა დენისოვა საქართველოში 15 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის შემდეგ ჩამოვიდა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა იგი გლდანის ციხეში არ შეუშვა.