logo
ENG



დენისოვას თქმით, უკრაინაში 210-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი დაშავდა

27 თებ 202216:16
3 წუთის საკითხავი
 
დენისოვას თქმით, უკრაინაში 210-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დღემდე 210-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა, 1 100-ზე მეტი კი დაშავდა.

სახალხო დამცველის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ არცერთი დღე არ დასრულებულა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის გარეშე.

"მტერი არნახული სისასტიკით ანგრევს საცხოვრებელ შენობებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ართმევს სიცოცხლის უფლებას უკრაინელ ხალხს, ჩვილებსაც კი", - წერს დენისოვა.


close დახურვა