logo
ENG



დეპუტატ კვიციანის ძმისშვილს ამ დრომდე ეძებენ - სავარაუდოდ, მან საქართველო დატოვა

13 ნოე 201920:49
3 წუთის საკითხავი
 
hkw3h7blzmlwf7z.png

ბექა კვიციანს ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ. ბინა, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს მთელი დღეა დაკეტილი. ემზარ კვიციანის ძმისშვილი უკვე რამდენიმე დღეა მეზობლებსაც არ უნახავთ. ბექა კვიციანმა,  სავარაუდოდ, საქართველო  უკვე დატოვა.

ბექა კვიციანი მოკლულის ბავშვობის მეგობარია და ბოლოს 36 წლის მამაკაცი მან ნახა. მოკლულის ოჯახის წევრები დღეს კამერებთან არ საუბრობენ, პირადი საუბრებიდან ირკვევა, რომ ნოდარ ცხადაძის ოჯახის ახლობლები ბექა კვიციანზე გაბრაზებულები არიან. მოკლულის ოჯახის წევრების გაბრაზების მიზეზი კვიციანების ოჯახისთვის გაუგებარია.

ემზარ კვიციანი და ნორა კვიციანი „ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მან ბექა კვიციანის შესახებ არაფერი იცის.

„ჩემთვის სულერთია ვისია. ისეთი ცხოვრება მოვიდა ძმა ძმას კლავს, ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს, არ ვიცი რა ხდება,“ - აცხადებს ნორა კვიციანი. 

ბავშვობის მეგობრები ბოლოს 3 დღის წინ ერთად ნახეს, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა, 2 დღის შემდეგ 36 წლის ნოდარ ცხადაძე მოკლული, თბილისის ზღვის მიმდებარედ ცეცხლსასროლი ჭრილობით იპოვეს. ბექას კვალს კი გამოძიებამ ვერ მიაგნო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზარ კვიციანის ძმისშვილის ქვეყნიდან გასვლის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიციანი მეგობარ ცხადაძეს ბიზნესიდან წილს და ე.წ. ქურდული ობშიაკისთვის ფულს სძალავდა. თავად დეპუტატი კვიციანი ძმისშვილის ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს.

 

 


close დახურვა