logo
ENG



დეპუტატები და რეგლამენტი ფეხებზე ჰკიდიათ - ფინანსთა მინისტრი პარლამენტში არ მივიდა

24 თებ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მოსმენაზე არ მივიდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ აღნიშნა, მინისტრთან კომუნიკაცია დღეს დილით ჰქონდა და სცადა დაერწმუნებინა, რომ რეგლამენტის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

„ფინანსთა მინისტრი მობრძანებას აღარ აპირებს. დღეს დილით მქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე განემარტა მიზეზები. ის რჩება იმ წერილში გამოთქმული მოსაზრებების ერთგული, რომელიც მოიწერა და თქვა, რომ თქვა, რომ თანახმაა მოვიდეს სესიაზე და ახსნას ყველა საკითხი და თუ დარჩება შეკითხვები, თანახმაა კომიტეტზე გააგრძელოს ეს ყველაფერი. ვცადე დამერწმუნებინა რეგლამენტის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე“, - განაცხადა რომან კაკულია.

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. დეპუტატებმა მინისტრი მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მას არც პარლამენტი აინტერესებს და არც რეგლამენტი.

„ვფიქრობ, როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ასევე ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ თქვენს მინისტრებს ბოდიში მაგრამ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია პარლამენტიც და რეგლამენტიც“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

ვანო მაჭავარიანი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს. დღის წესრიგით, მინისტრს შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა: 1. კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ. ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.


close დახურვა