logo
ENG



დეპუტატებმა რესტორნებში, სასტუმროებში, მივლინებებში 3 თვეში 600 000 დახარჯეს - ფლანგვის დეტექტორი

30 ივნ 202017:52
3 წუთის საკითხავი
 
hzcppw39y8lzu5o.jpg

2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს - ამ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ე.წ. მდუმარე პარლამენტარების მივლინებებში 319 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც ფლანგვის დეტექტორში განმარტავენ, "მდუმარე პარლამენტარები" საკანონმდებლო ორგანოს ის წარმომადგენლები არიან, ვინც პარლამენტის მუშაობაში პასიურად არიან ჩართულნი და ორგანიზაციის განმარტებით, "ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი".

"სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული 274 ათასი ლარი საკმარისი იქნებოდა 1 წლის მანძილზე 380 პირის სოციალური შემწეობის უზრუნველსაყოფად", - წერს ორგანიზაცია გამოქვეყნებულ მასალაში.


close დახურვა