logo
ENG



დიალოგი შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილს - ბობოხიძე უმრავლესობას პასუხობს

12 თებ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

"დიალოგი შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილს",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი აკაკი ბობოხიძე მმართველი გუნდის სპიკერის მამუკა მდინარაძის განცხადებას დიალოგის განახლების შესახებ. როგორც  მან "ფორმულას" პირდაპირ ეთერთში განაცხადა ივანიშილს არც დასავლელი პარტნიორები და არც ქართველი ხალხი არ ადარდებს, რადგან წაგების წინაშეა. შესაბამისად, "ოცნების" ნებისმიერი შემოთავაზება არის მხოლოდ ფორმალობა. ამიტომ ოპოზიციას დარჩა ერთადერთი არცევანი და ეს მოქმედი ხელისუფლების დამარცხებაა. 

"ივანიშვილს ჰქონდა ორი ამოცანა - მოეგო არჩევნები და შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა დასავლეთთან. როგორც ჩანს ამ ამოცანების გადაწყვეტა მისთვის შეუძლებელია. თუ ნორმალურად მოიქცევა, მაშინ აგებს არჩევნებს და ამიტომ იძულებულია მოიქცეს როგორც ველური ადამიანი. ის დაკარგავს პარტნიორების ნდობას, მაგრამ ხელისუფლების შენარჩუნება უფრო აინტერესებს და სწორედ აღნიშნულზეა გადართული. რაც შეეხება მდინარაძის განცხადებას კი უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა კი კვლავ ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის მოტყუებას ცდილობენ. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რომ ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ძალა განადგურდეს. ივანიშვილი თუ დამარცხდა, სულ არ აინტერესებს დასავლეთის დამოკიდებულება და არც ქართველი ხალხი აინტერესებს. ამიტომ მიდის ვაბანკზე. მარტივადაა საქმე. შესაბამისად, მდინარაძის განცხადება უბრალოდ არის იმის ჩვენება, თითქოს რაღაცას ცდილობენ. ოპოზიცია იწყებს არსებეული სისტემის დემონტაჟს",-აღნიშნა ბობოხიძემ. 

მმართველ პარტიაში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გაიმართა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას დიალოგის ფორმატი შესთავაზა. 

 


close დახურვა