logo
ENG



დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი - რაჟდენ კუპრაშვილი კრიტიკაზე

01 ოქტ 202413:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/cbvjrmkofs1qyi4.jpg

"დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი", - თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებზე კრიტიკის საპასუხოდ. კუპრაშვილი გასაკვირს უწოდებს იმას, რომ ბიუროს გადაწყვეტილებებს "რეპრესიულს" უწოდებენ.

"მოვისმინე ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადება. მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა. [...] არა არსებობს არგუმენტები იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ანტიკორუფციულ ბიუროს მხრიდან მიღებული. შესაბამისად, ახლა აირჩიეს გზა რომელიც არის კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. ეს არის არც ევროპული არც დასავლური სტანდარტი", - თქვა კუპრაშვილმა TV პირველთან.

საპასუხოდ ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ბიუროს აკრიტიკებენ დასავლეთშიც. კითხვაზე "ყველა მტყუანია და თქვენ ხართ მართალი?" კუპრაშვილმა თქვა:

"დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი".

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო არჩევნებზე დაკვირვებას ვერ შეძლებს. ეკა გიგაურის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება არ შეაჩერა. მისივე თქმით, ხმების დასაცავად ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებენ. 


close დახურვა