დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში შტორმ "კიარას" ელიან.
ძლიერი ქარის გამო უკვე გადაიდო ავიარეისები, დაიკეტა გზები და გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი სისტემაც. ელექტროენერგია ათასობით შენებას არ მიეწოდება. რამდენიმე რეგიონში წყალდიდობაა. დიდთოვლობას ელიან შოტლანდიასა და ირლანდიაში. შტორმს ელიან საფრანგეთშიც. ქვეყნის ჩრდილოეთში ჰაერის ტემპერატურა უკვე მინუს 12 გრადუსამდე დაეცა.