logo
ENG



დიდ ბრიტანეთში 12-17 წლის მოზარდებისთვის Moderna-ს ვაქცინა დასაშვები გახდა

17 აგვ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
დიდ ბრიტანეთში 12-17 წლის მოზარდებისთვის Moderna-ს ვაქცინა დასაშვები გახდა
Shutterstock

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა 12-17 წლის მოზარდებისთვის Moderna-ს ვაქცინა დასაშვები გახადეს. Pfizer-ის შემდეგ ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ბრიტანეთში მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ახლა დასაშვებია 12-დან 17 წლამდე ბავშვებისთვისაც. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია ყველა ასაკის ჯგუფისთვის", - განაცხადა მარეგულირებელი ორგანოს დირექტორმა, ჯუნ რეინმა.

ამ ეტაპისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება 12-15 წლის ბავშვებს შეეძლოთ ისიც იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურად მოწყვლადები არიან. ამ კვირაში კი განაცხადეს, რომ 23 აგვისტოდან 16 და 17 წლის მოზარდებიც შეძლებენ პირველი დოზის მიღებას. 


close დახურვა