![tekynm1mj60crwu.jpg](/uploads_script3/news/tekynm1mj60crwu.jpg)
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 20 აღმოჩნდა. ოპოზიცია დათმობაზე მას შემდეგ წავიდა, რაც ბრიუსელმა „ბრექსითის" გადავადებას მხარი დაუჭირა და ქვეყნის ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლის საფრთხე მოიხსნა. ცნობილია, რომ ევროგაერთიანების დატოვების ვადა 31 იანვრამდე გახანგრძლივდა.