logo
ENG



დიდ ბრიტანეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება იწყება

11 მაი 202010:18
3 წუთის საკითხავი
clock 281

დიდ ბრიტანეთში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება იწყება.

პრემიერ ბორის ჯონსონის განცხადებით, დღეიდან დასაქმებულებს, რომლებსაც სახლიდან მუშაობა არ შეუძლიათ, სამსახურში დაბრუნების უფლება ექნებათ. ოთხშაბათიდან კი მოსახლეობა სახლების დატოვებას განუსაზღვრელი დროით შეძლებს.

პირველი ივნისიდან მაღაზიებისა და დაწყებითი სკოლების გახსნაც იგეგმება. ძალაში დარჩება სოციალური დისტანცირების წესები. დამრღვევებს კი გაზრდილი ჯარიმები ემუქრებათ.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 800-ს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ს აქ 268 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა