დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ვებგვერდზე შეცდომით ყველა იმ ადამიანის მისამართი გამოქვეყნდა, რომლებიც წელს სამეფო ჯილდოს ლაურეატები გახდებიან. ახალი წლის ღირსების ჯილდოს სულ 1097 ადამიანი მიიღებს. მათ შორის მაღალჩინოსნები, პოლიციელები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სპორტსმენები არიან.
ინფორმაცია ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო. მათ შორის, ვისი მისამართიც გახმაურდა, ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი, კონსერვატორული პარტიის ყოფილი ლიდერი და მომღერალი ელტონ ჯონიც არიან. ინფორმაციის გაჟონვის გამო შესაძლოა საიტის ადმინისტრაცია დაჯარიმდეს.