დიდ ბრიტანეთში ჩასული ყველა მგზავრისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. მგზავრებმა აეროპორტშივე უნდა შეავსონ ფორმა და მიუთითონ ადგილი, სადაც თვით-იზოლაციის პერიოდს გაივლიან. ლონდონის ჰითროუს აეროპორტში სიცხის გასაზომი აღჭურვილობა შეიტანეს.
მგზავრები სკრინინგსაც გაივლიან. ვინც საკარანტინო წესებს არ დაემორჩილება, ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავიაკომპანია "რაინეარის" ხელმღვანელი, რომლიც აცხადებს, რომ ყველა მგზავრის 14 დღიან თვით იზოლაციაში გადაყვანა ბრიტანეთის ტურიზმის სექტორსდამანგრეველ ზიანს მიაყენებს.