გადაუღებელ წვიმებს დიდი ბრიტანეთში წყალდიდობა მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი შეფილდი დააზარალა.
მოვარდნილი წყლის გამო ასობით ადამიანი ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში აღმოჩნდა ბლოკირებული. ისინი შენობიდან გამოსვლას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ქალაქში დაიხურა სკოლებიც. სტიქიის ზონაში შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც.