logo
ENG



დიდ დიღომში მოქალაქეები მწვანე სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას აპროტესტებენ

10 იან 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში ადგილობრივები მწვანე სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემას აპროტესტებენ. ადგილზე დახურული სტადიონის აშენება იგეგმება და სამუშაოები იწყება, თუმცა მას მოქალაქეები ფიზიკურად ეწინააღმდეგებიან.

დღეს პოლიციამ სამშენებლო ღობიდან პროტესტის მონაწილეები ძალის გამოყენებით გაიყვანა. ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა მუნიციპალური ინსპექცია.

"ეს არის ლუკაშენოკოს რეჟიმი, ეს ქვეყანა არაა. კალაძე რასაც იტყვის ერთპიროვნულად სრულდება ის. სასამართლო არ არსებობს, 3 სარჩელია შესული, ჯერ განხილვა ჩანიშნული არაა და ესენი აგრძელებენ მუშაობას. არ აქვთ ნებართვა, მაგრამ ამბობენ, მშენებლობის პროცესში დაგვეწევაო", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეები თვეებია ითხოვენ, დატოვოს ხელისუფლებამ დიღომში ერთადერთი რეკრეაციული ზონა იმავე სტატუსით. კერძოდ, საუბარია 10589 მ2 ფართობის ტერიტორიაზე, რაც ბოლო ორი წელია ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა.

 


close დახურვა