logo
ENG



დიდ დიღომში ტაძრის გაძარცვა სცადეს

09 მარ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ გვიან ღამით, დიდ დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის გაძარცვა სცადეს. ვანდალური შემთხვევა, სავარაუდოდ, საღამოს ლოცვის დამთავრებიდან ნახევარ საათში მოხდა. ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიის სარკმელი ქვით ჩაამტვრიეს და შიგნით შეაღწიეს. ტაძარში შეჭრის მიზანი, სავარაუდოდ, ძარცვა იყო, თუმცა დანმაშავეებმა რაიმეს წაღება ვერ მოასწრეს.

"ლოცვა დამთავრდა დაახლოებით 08:00 საათზე. დავკეტეთ ტაძარი. ნახევარ საათში დამირეკეს და მითხრეს, რომ სიგნალიზაცია ჩაირთო. მითხრეს, რომ გატეხილია ტაძარი. სანამ დაცვის სამსახური მოვიდა, სიჩქარეში გაიქცნენ. ტაძარში ხატები წაქცეულია, ანალოგიაა დამსხვრეული, დიდი ქვით იყო ფანჯარა ჩამტვრეული", - განაცხადა სასულიერო პირმა "ფორმულასთან" საუბარში.


close დახურვა