logo
ENG



დიდი ბრიტანეთი: რუსეთმა შესაძლოა აკრძალული ფოსფორის იარაღი გამოიყენოს მარიუპოლში

11 აპრ 202211:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/v5l6i7gusab2qfv.jpg
Reuters

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა აკრძალული ფოსფორის იარაღი გამოიყენოს ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლში ინტენსიური ბრძოლების დროს.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში დილის ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ცნობით, ასეთი იარაღი რუსეთმა უკვე გამოიყენა დონეცკის რეგიონში.

Human Rights Watch-ის (HRW) თანახმად, ეს იარაღი ცნობილია იმით, რომ "უმძიმეს დაზიანებებს" იწვევს. ფოსფორის ბომბები იგივეა, რაც ცეცხლგამჩენი იარაღი, რომელის გამოყენება საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ურბანულ არეალებში.

ბრიტანეთის თავდაცვის განცხადებითვე, რუსეთი უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომ იგი დიდ რისკზე მიდიოდა სამოქალაქო პირების მსხვერპლის ხარჯზე, მისი "უმართავი ბომბების განგრძობითად გამოყენების" გამო. 

დიდმა ბრიტანეთმა, ასევე განაცხადა, რომ დაბომბვა გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, აღმოსავლეთით, ხოლო უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე ასეთი თავდასხმა მოიგერიეს.


close დახურვა