დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად მინიმუმ 2,63 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
როგორც პრემიერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თქვა, 2022 წელს ბრიტანეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია, მომავალ წელს კი ეს თანხა გაიზრდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის გამარჯვება შთამაგონებელი იყო.
"ეს მამაცი ხალხი აჩვენებს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როდესაც ისინი სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებენ," - თქვა ტრასმა.
30 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ეკონომიკის რეკონსტრუქციაში ეხმარება და უკრაინელების მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელებენ.