ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულს მხარი 621-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 49 წინააღმდეგი იყო.
დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას ოფიციალურად ხვალ დატოვებს. გარდამავალი პერიოდი კი წლის ბოლომდე გასტანს. მარტიდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.
შეთანხმების მიღწევამდე ბრიტანეთი საბაჟო კავშირში რჩება. კენჭისყრას წინ ემოციური დებატები უძღოდა. მისი დასრულების შემდეგ ევროპარლამენტში გამომშვიდობების ნიშნად შოტლანდიური ნაციონალური სიმღერა შესრულდა.