logo
ENG



დიდი ბრიტანეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

08 დეკ 202119:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/08/vnrllvnv4su7yvv.jpg

დიდი ბრიტანეთი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ზამთრის ოლიმპიადა პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება.

ჯონსონის თქმით, 2022 წლის ოლიმპიადას არ დაესწრებიან არც მთავრობის წევრები და არც ოფიციალური პირები. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სპორტული ბოიკოტის მომხრე არაა, რადგან ეს "აზრს მოკლებულია".

პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს აშშ-მ და ავსტრალიამაც. მათი განმარტებით, პროტესტი სინძიანის პროვინციაში იეღურების დევნას უკავშირდება. ჩინეთმა აშშ-ს ქმედებები პოლიტიკურ მანიპულაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკელი მოხელეებისთვის მისაწვევი არ გაუგზავნიათ.


close დახურვა