logo
ENG



დიდი ბრიტანეთი რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს კრძალავს

24 თებ 202221:12
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენას აუკრძალავენ.

"ჩვენ ვკრძალავთ Aeroflot-ის ფრენას დიდ ბრიტანეთში და ჩვენ დავაწესებთ კიდევ შეზღუდვებს და ექსპორტის ძალიან მკაცრ კონტროლს.

ჩვენ ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ სანქციებს დავაწესებთ, ამოქმედდება მთელი სპექტრი სხვადასხვა პოლიტიკსა, რომლებიც დააზარალებენ რუსეთის ეკონომიკას." - თქვა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მსგავსი ზომები ბელარუსშიც ამოქმედდება.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა დიდი ბანკის ბრიტანეთში არსებული აქტივები გაიყინება.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა