logo
ENG



დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება

07 მარ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით (175 მილიონი ფუნტი) დაეხმარება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ნიდერლანდების და კანადის პრემიერმინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დადგა მომენტი, როდესაც უკრაინელებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შეჭრაში", - აღნიშნა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა.

"მან სათანადოდ არ შეაფასა უკრაინელები და მათი გმირული წინააღმდეგობა. ასევე მან არასათანადოდ შეაფასა მათი ლიდერი და დასავლეთის ერთიანობა" , - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


close დახურვა