logo
ENG



დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, რამდენიმე დასახლება დაიტბორა

26 თებ 202018:50
3 წუთის საკითხავი
 

გადაუღებელი წვიმის გამო დიდი ბრიტანეთის დასავლეთით, რამდენიმე დასახლება დაიტბორა.

ადიდებულმა მდინარე სევერნმა დამცავი ჯებირები დაანგრია. მოვარდნილი ნიაღვარი მაღაზიებში შეიჭრა. შენობებიდან წყლის ამოსატუმბად საგანგებო სამსახურებია მობილიზებული.

წყალდიდობის გამო გადაკეტილია გზები. მეტეოროლოგების პროგნოზით, უამინდობა პარასკევამდე გაგრძელდება.


close დახურვა