დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ გავაგრძელებ მშუშაობას ვიდეოკონფერენციების მეშვეობით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას", — წერს ბორის ჯონსონი ტვიტერის გვერდზე.