logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პრემიერი, რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა

19 ოქტ 202309:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/zcj8dlprerk827g.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა. 

სუნაკმა თელ-ავივის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმები იყო "უთქმელი, საშინელი ტერორისტული აქტი" და მან გაიმეორა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის გვერდით დგას.

"ძალიან მოუთმენლად ველი ჩემს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პროდუქტიული შეხვედრები", - თქვა სუნაკმა.

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებებს ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან გამართავს. სუნაკი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

გამგზავრებაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რიში სუნაკი ხაზს უსვამს, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს.

უახლოეს დღეებში ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლერლიც ეწვევა.


close დახურვა