logo
ENG



დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

07 დეკ 201913:57
3 წუთის საკითხავი
 
8imc7smwl4w6433.jpg

დიდი ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

არჩევნებამდე 6 დღით ადრე მთავარი პოლიტიკური მეტოქეები ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. ბორის ჯონსონისა და ჯერემი კორბინის ცხარე კამათის მთავარი თემები ბრექსითი, ჯანდაცვა, ეკონომიკა და უსაფრთხოება იყო. დებატების დასრულების შემდეგ მაყურებლის 52%-მა მხარი მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაუჭირა. ეს არჩევნებამდე კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს შორის გამართული ბოლო სატელევიზიო დებატები იყო. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება. 


close დახურვა