საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100-დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.