logo
ENG



დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

06 დეკ 201910:36
3 წუთის საკითხავი
 
jpm3vxspvkdqmh9.jpg

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში შემოიტანეს  და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი ბანკნოტები. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა