დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შესაძლოა საგანგებო გეგმა აამოქმედოს. განცხადება Sky News-თან ინტერვიუში ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერმა გააკეთა. მაიკლ გოუვის თქმით, გეგმა იმ შემთხვევისთვის მზადდება, თუკი დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე მოუწევს გასვლა. პარალელურად, ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიერ ბრექსიტის გადადებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილი განიხილეს. მიშელ ბარნიე, ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი ბრექსიტის საკითხზე, ორგანიზაციის 27 წევრი ქვეყნის ელჩს შეხვდა, თუმცა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება.
გავრცელებული ცნობით, წერილი, რომელშიც ბორის ჯონსონი ევროკავშირს ბრექსიტის გადადებას სთხოვს, ხელმოწერილი არაა. ბრიტანეთის პრემიერმა ბრიუსელში მეორე წერილიც გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრექსიტის გადადება შეცდომა იქნება.