დიდუბეში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, რომ მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
