მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კორონავირუსით დაინფიცირდა.
როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, პარასკევს მთელმა გუნდმა გაიარა შემოწმება კორონავირუსზე და არგენტინელი სპეციალისტის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
სიმეონე საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. ატელტიკო პირველ ოფიციალურ შევხედრას 27 სექტემბერს გრანადასთან გამართავს.
დიეგო სიმეონეს კორონავირუსი დაუდასტურდა
13 სექ 202013:28
3 წუთის საკითხავი