იტალიაში ვიზიტის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ჩავიდა. დიმიტრი მედოევმა შეხვედრები ევროპარლამენტის პრორუს დეპუტატებთან გამართა. ერთ-ერთი მათგანი ლატვიის წარმომადგენელი ტატიანა ჟდანოკია.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, საოკუოპაციო რეჟიმის წამორმადგენელი ასევე ,,რუსი თანამემამულეების ინფორმაციის, ინტეგრაციის, სოციალური ორიენტაციისა და სამართლებრივი დაცვის ცენტრის'' ხელმძღვანელს შეხვდა.