logo
ENG



დიმიტრი ხუნდაძეს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარება სურს

19 ნოე 201919:50
3 წუთის საკითხავი
 
xd286fvygdnge8b.jpg

ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული მაჟორიტარები ფსევდო ამბოხების შემდეგ „ქართული ოცნების“ ახალ კამპანიას იწყებენ. დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ახლა მიზნად ისახავს, 2020 წლის არჩევნები სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს, აპირებს ხელმოწერების შეგროვებასაც. საუბრობს თუ არა ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილის ენით ხუნდაძე, უცნობია. თავად ხუნდაძე ამბობს, რომ ივანიშვილთან კონსულტაცია არ გაუვლია და ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

უმრავლესობა  დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გაემიჯნა. ოცნებაში ამბობენ, რომ საკითხს განიხილავენ, თუმცა ცხარე კამათის ფონზე .

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ  ბიძინა ივანშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს ახალი დავალება მისცა. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა  არასაპარლამენტო ოპოზიციამაც მკაცრად გააკრიტიკა და მაჟორიტარის ინიციატივას პოლიტიკური სიბეცე და არასერიოზული განცხადება უწოდეს.

იმისთვის, რომ მაჟორიტარების ინიციატივა კანონპროექტად დარეგისტრირდეს 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო, ხოლო კანონპროექტის კონსტიტუციაში ასახვისთვის 113 დეპუტატის ხმის მიცემაა საჭირო.


close დახურვა