დიპლომატების კონფერენციაზე, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილი შეუმჩნეველი დარჩა. ქართული დიპლომატიური კორპუსი, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ისევ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრიორიტეტულობაზე საუბრობს. მთავრობის წევრებს არ უსაუბრიათ დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ განცხადებებზე. მათ შეაჯამეს 2018 წელი.
როგორც კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყნის მთავარი პარტნიორი არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატები.
„ჩვენ მზად ვართ და მჭიდრო კავშირი გვექნება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე მთავარი პარტნიორი. ჩვენ დღეს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს. არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და ეს ქევყანა ყოველთვის იქნება მზად შეასრულოს თავის როლი უსაფრთხოების განზომილებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს ეს. ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევები იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს არის ის მიმართლებები, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს“, - განაცხადა გახარიამ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალლიანმა კი სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ წუთებშიც, როდესაც ჩვენ აქ ვართ შეკრებილი, თითოეული ჩვენგანის გონებაში არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მის გასათავისუფლებად მთელმა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების თვალსაზრისით. ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული. ამ წუთებშიც მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გარკვეული ზემოქმედება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები „ელჩების კონფერენცია 2019-ზე“ სამი დღის განმავლობაში დარჩებიან შეაჯამებენ 2019 წელს და დაგეგმავენ 2020 წელს.