logo
ENG



დისკრიმინაციას აქვს ადგილი - კანდელაკი დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 2-კვირიან კარანტინზე

08 ივლ 202015:55
3 წუთის საკითხავი
 

დაგვიანებული, არასწორი და დისკრიმინაციული - ასე აფასებენ ოპოზიციაში მთავრობის მხრიდან 5 ქვეყანასთან საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილებას. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიარონ სამშობლოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა 2-კვირიანი კარანტინი მაშინ, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებისთვისაც საზღვრები იხსნება, ასეთი ვალდებულება არ აქვთ.

„ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. უამრავ ადამიანს და ბიზნესს მიადგა სერიოზული ზარალი ამ გაურკვევლობის და იმის გამო, რომ ბოლო დღეებში და კვირეებში, მთავრობამ შექმნა მოლოდინი, რომ საერთოდ არ გაიხსნებოდა ფრენები. ამავე დროს, სრულიად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გაიარონ 14-დღიანი კარანტინი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი იმყოფებოდნენ ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებისთვისაც გახსნილი გვაქვს ჩვენ საზღვარი კარანტინის გარეშე. რა დისკრიმინაციას აქვს ადგილი? სრულიად გაუგებარია ეს გადაწყვეტილება და მთავრობას მოვუწოდებ, ახლავე შეცვალონ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი საჰაერო გზით შეეძლებათ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.


close დახურვა