logo
ENG



დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის არას დაწერა სავალდებულო არ არის

06 ივნ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 
jo341pt785n000h.jpg

 

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის 4 ივნისის ბრძანებით, მასწავლებლები დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლის ჟურნალში მოსწავლესთვის „არას“ დაწერის ყოველდღიური ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლები ვალდებული არიან, ინდივიდუალურად აღრიცხონ „ტელესკოლის“ სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები და ისინი სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს გამოიყენოს მოსწავლის შესაფასებლად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან. მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნული მიმდინარე შეფასებები სემესტრული/წლიური/საბოლოო შეფასებების გამოყვანის მიზნით სასწავლო წლის ბოლოს გადაიტანოს ჟურნალში“, - წერია მინისტრის ბრძანებაში.

 


close დახურვა