შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, ეს პროცესი წარმოეჩინა საზოგადოების დაპირისპირებად, ვერ შედგა. მისი განცხადებით, ცხადია, ყველასთვის ცხადია, რომ საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში და დღევანდელი კონტრაქციებით სისტემა გაშიშვლდა.
„ვერ მიაღწიეს თავიანთ გეგმას, ვერ მოაწყვეს სირცხვილის კორიდორები და რაღაცა სისულელეები. არც ყვითელი ავტობუსებით მივდივართ - ჩვენ ამაყად მოვედით, შევასმინეთ ჩვენი ხმა იმიტომ, რომ იქიდან არ ესმოდათ და აქედან გაიგეს. ახლა შეგვიძლია ამაყად წავიდეთ. ამათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ საზოგადოება არის დაპირისპირებული - საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში. ეს არის საზოგადოების ორი ნაწილი დაპირისპირება კი არა, ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება მთელ საზოგადოებასთან. ამისთვის იყიდეს ეს ტიტუშკები, მაგრამ ყველაფერი გადაღებულია. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს. დღეს გაშიშვლდა სისტემა ამ კონტრაქციებით: შევარდნაძე, ასლანი და ახლა ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები დაუპირისპირდნენ.