ორგანიზაცია „ქვეყნის სამსახურში“ წევრი შოთა დიღმელაშვილი, უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი მისი არსებობის მანძილზე სწორედ პროპორციულ სისტემას ებრძოდა.
დიღმელაშვილმა ვოლსკის მიმართა და განაცხადა, რომ სწორედ იმიტომ მოითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ერთმართველობა.
„მინდა ვოლსკის ვუთხრა, რომ ზუსტად იმიტომ, რომ აღარ იყოს ერთმართველობა, აღარცერთი ხელისუფლების, ზუსტად მაგიტომ მოვითხოვთ იმ პირობის შესრულებას რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დადო 24 ივნისს საერაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენ წინაშე“-განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.