აქციის „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება ხალხის მოტყუება. ეს განცხადება დიღმელაშვილმა "ფორმულას" ეთერში, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გააკეთა, სადაც მობილიზებულია პოლიცია და აღმართულია რკინის ჯებირები.
„მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. ხელს შევუშლით ამ ცირკის გაგრძელებას. სირცხვილია, რომ პრემიერიდან დაწყებული ყველა, არიან ერთი ადამიანის ლაქია. ჩვენს გვერდითაა საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომელიც ასევე გადაადგო ამ მთავრობამ. სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ტრიბუნიდან გააჟღერა, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციულად. ეს იყო დაპირება, რომელიც უხვად გასცა ამ მთავრობამ. ვისაც მოეკითხებოდა რაიმე, ყველამ დატოვა "ოცნება". აგერ, ჩუგოშვილის ადგილი ვოლსკიმ დაიკავა და ეს ცხადყოფს, რომელ ქვეყანასთან გვექნება ურთიერთობა“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
პარლამენტის მიმდებარედ აქცია გრძელდება.