logo
ENG



დიღმელაშვილი:დღეს ისე გამოვიდა, რომ ჩვენზე ბევრნი იყვნენ და მოგვერივნენ

18 ნოე 201922:11
3 წუთის საკითხავი
 
eeg59gp5rzhepcl.jpg

აქცია „სირცხვილიას" ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მომიტინგეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს პიკეტირებას არ შეწყვეტს.

„მინდა გთხოვოთ, რომ ხვალ, 19 ნოემბერს 10:00 საათზე მივიდეთ სასამართლოში და გამოვიყვანოთ ჩვენი თანამებრძოლები, ხოლო 19:00 საათზე იყოს აქცია. დილას სასამართლოში, საღამოს აქ. მანამდე პარტიებთან კონსულტაციცებს გავივლი და რამეს მოვიფიქრებ. სიმართლე გითხრათ, რაიმე გეგმა არ მაქვს. დღეს ისე გამოვიდა, რომ ჩვენზე ბევრნი იყვნენ და მოგვერივნენ. მე არ მინდა პირობის გამარჯვებაში წაგიყვანოთ და ღამენათევ ხალხს პოლიციასთან ჭიდაობაში გთხოვოთ შემოსვლა. მე ამ პიკეტირების შეწყვეტას არ ვაპირებ, რამდენიც არ უნდა ვიყოთ. მე აქ არავის გავემიჯნები. შეიძლება შეცდომა იყო, რომ პარტიებს ვუთხარით აჰა, ძმაო, თქვენ საქორწილო საჩუქრად წაიღეთ და დავდგებით აქ," - განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა.


close დახურვა