logo
ENG



დიღმის მასივში მოქალაქეები გასახლების პროცესს აპროტესტებენ

22 ნოე 202212:03
3 წუთის საკითხავი
 

დიღმის მასივში მოქალაქეები გასახლების პროცესს აპროტესტებენ

თბილისში, დიღმის მასივში მოქალაქეებიდან სახლიდან ოჯახის გასახლების პროცესს აპროტესტებენ. შემთხვევა კერძო დავას უკავშირდება.

როგორც ირკვევა მეგრელიშვილების ოთხსულიან ოჯახს წლების წინ კერძო მსესხებლისგან აღებული 5 ათასი დოლარის გადაუხდელობის გამო სახლიდან ასახლებენ. ოჯახის წევრების თქმით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ არც ბინის გაყიდვის და არც ვალის მეტობით გადაფარვის საშუალება ეძლევათ.

კორპუსთან შეკრებილები არიან ოჯახის ახლობლები და აქტივისტები, რომლებიც ითხოვენ, რომ გასახლების პროცესი შეჩერდეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ღვინჯილია ამბობს, რომ ე.წ. მევახშემ ბინა გაფრთხილების გარეშე გადაიფორმა.

"ვაპირებთ, რომ ასეთ კანონმდებლობას, ასეთ უსამართლობას შევეწინააღმდეგოთ ბოლომდე", - ამბობს აქციის მონაწილე. 

როგორც ცნობილია, ოჯახი ამჟამად კერძო მსესხებელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.


close დახურვა