სამართალდამცველების მობილიზაციაა დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მოქალაქეები რეკრეაციული ზონის შენარჩუნების მიზნით პერმანენტულად მართავდნენ აქციებს, დღეს კი ადგილზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, იწყება ტერიტორიის შემოსაზღვრა. ტერიტორია რამდენიმე თვის წინ ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, დახურული სპორტული დარბაზის მშენებლობა იგეგმება, მოქალაქეებს კი სურთ რომ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყოს და დარჩეს რეკრეაციულ ზონად.
დიღომში მოქალაქეები სტადიონის მშენებლობას აპროტესტებენ
03 დეკ 202113:09
3 წუთის საკითხავი