logo
ENG



დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

13 აპრ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 
ocd1sgrkbrvl5ey.jpg

დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს - ცეცხლი საყოფაცხოვრებო ფართს გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი ოთახში მდგარ დივანს გაუჩნდა, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვავის გამო. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში „ფორმულას“ განუცხადეს, დამწვარია 5 კვ.მ. საყოფაცხოვრებო ფართი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


close დახურვა