logo
ENG



დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ხელისუფლება ენმ-ის წევრს ემუქრება

08 დეკ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ხელისუფლება ენმ-ის წევრს ემუქრება

დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ენმ-ის წევრზე, რამაზ რამაზანოვზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს. 

ამის შესახებ საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი წევრები საუბრობენ. 

დმანისის საკრებულოს 15 წევრი ქართული ოცნების წევრია, 15 კი - ოპოზიციის. 3 დეკემბერს, როცა ახლადარჩეული საკრებულო პირველად შეიკრიბა, ოპოზიციონერებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და სხდომა ჩაიშალა.

იმავეს გეგმავენ 10 დეკემბრის სხდომაზე. 

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომა ჩაიშლება და თავმჯდომარის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდება,  რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც მმართველი გუნდისთვის არახელსაყრელია. 

დმანისელი ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა დაიწყო. რამაზ რამაზანოვი უკვე გაათავისუფლეს სკოლიდან, რომლის დირექტორიც იყო. 

"ემუქრებიან დაჭერით. სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. მუქარასთან ერთად, გადაბირების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობას ჰპირდებიან. ასევე, კრედიტების გადახდას. ეს მოსყიდვის მცდელობაა. რომ ვერ მოისყიდეს, გადავიდნენ მუქარაზე, ზეწოლაზე, ადამიანის განადგურებაზე".- ამბობს დმანისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი. 

"ველაპარაკე რამაზს და მითხრა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, ან უნდა შევიდე საკრებულოში, ან თავი უნდა მოვიკლაო". - თქვა სხვამ. 

მათივე თქმით, რამაზ რამაზანოვს ვეღარ უკავშირდებიან.


close დახურვა