დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს ავტომობილით გადაადგილების დროს ესროლეს - მისი თქმით, მანქანას, დაახლოებით, 5 ტყვია მოხვდა, ის არ დაშავებულა. ყოფილი მერი თავდასხმას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და კონკრეტულ ადამიანებსაც ასახელებს.
"ვუკავშირებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, აქტივობას 2020-ში, 21-ში, ახლაც. გასროლა იყო, მანქანას მოხვდა, არ გაატარა. 5 გასროლა იყო, დმანისში მივდიოდი, თბილისიდან. ქართული ოცნების ზონდერები უნდა იყვნენ, წესით, მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი", - განაცხადა მან.
მომხდარს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი - მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტატუაშვილს "რუსული პარტიის ბანდ-ფორმირება დაესხა თავს და მისი ფიზიკური ლიკვიდაცია განიზრახა".
მისი თქმით, ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი არიან "იმ კრიმინალური დაჯგუფების "ბოსები", რომლებიც 2020 წელსა და 2021 წელს, იგივე კრიმინალური მოქმედებებით აკეთებდა რუსული პარტიის საქმეს".