logo
ENG



დნიპროზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

16 ივლ 202201:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/16/f6iiepotq1xy7dx.jpg

დნიპროზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დნიპრის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

"რაკეტები მოხვდა სამრეწველო ქარხანას და მის გვერდით დატვირთულ ქუჩას. წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ სამი ადამიანის სიცოცხლე წაიღო, დაშავებული კიდევ 15", - ამბობს ვალენტინ რეზნიჩენკო.

მისივე თქმით, ნგრევის მასშტაბი დგინდება. სატრანსპორტო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად ავტობუსის მძღოლი დაიღუპა, რომელიც საქალაქო ხაზზე მუშაობდა.

"ადამიანს უკვე დასრულებული ჰქონდა სამუშაო დღე და პარკისკენ მიდიოდა, რათა ხვალ დილის ხუთ საათზე ისევ სამსახურში გასულიყო. ვერ მივიდა..." - თქვა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


close დახურვა