ფორმულას ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი სახელდახელოდ დამზადებული ბანერით მივიდა მერიასთან. „ქუთაისის მოსახლეობას მოგვმართა დაბომბილი ქალაქის მერმა.. მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, გაზარდონ მხარდაჭერა" - ითხოვს მოქალაქე. ფორმულას პირდაპირ ეთერში დნიპროს მერმა უთხრა, რომ მზადაა, დაძმობილებული ქუთაისის დახმარება მიიღებს, თუ ასეთი ინიციატივა იქნება. დნიპრო ახლა რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ უმძიმეს დანაკარგს გლოვობს. მაგრამ ქუთაისიდან სამძიმარიც კი არ ისმის, ქალაქი დნიპროსთან პუტინის შეჭრის შემდეგ კავშირზე არ გასულა.