logo
ENG



დოკუმენტი ქართული ოცნებისთვის ძალიან მძიმეა - ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო

31 იან 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

ევროსაბჭო ითხოვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს. სწორედ ეს არის აღნიშნული მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში. 

რეზოლუციაზე დებატები და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გუშინ გვიან საღამოს გაიმართა და დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. შესწორებები რომელთა შეტანაც ჯერ კიდევ კომიტეტის სხდომაზე სურდა მმართველ გუნდს, პლენარულ სხდომაზე მათ უკან თავად გამოიტანეს. 

დოკუმენტში წერია, რომ უნდა იქნეს გამოძიებული ყველა ძალადობრივი ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებისას და ქვეყანაში არსებული სხვა საკითხები. 

"ევროპული საქართველოს" წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, მიღებული რეზოლუცია "ქართული ოცნებისთვის" დამაზიანებელია.

"ის დოკუმენტი, რომელიც დღეს მიიღო მონიტორინგის კომიტეტმა არის კიდევ ერთი ძალიან მძიმე საერთაშორისო დარტყმა ქართული ოცნებისთვის. დოკუმენტში პირდაპირ არის დაგმობილი პროპორციული სისტემის ჩაგდება, დაგმობილია საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევების არ გამოძიება, მაგრამ რაც ყველაზე მძიმე ხელისუფლებისთვის, ეს დოკუმენტი იმპერატიულად მოითხოვს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს ოპოზიციასთან შეთანხმებული და მისთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. ეს არის ძალიან მძიმე ჩანაწერი ხელისუფლებისთვის, რომელიც დღემდე თავს არიდებს თავს ოპოზიციასთან შეთანხმებას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძე.

რეზოლუციის მიღების შემდეგ კომენტარი მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ევროსაბჭომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

"პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა პროპორციული იქნა ამოღებული გამომდინარე იქიდან რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ კონსულტაციები გავაგრძელოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას. ამის იმედი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.  

 

ამავე თემაზე: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოზეც არის

 

 


close დახურვა