გუშინ, პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს.
ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებს, პოლიტიკურ კრიზისს. ასევე, ჩვენთან ერთად იყვნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც თავად ისაუბრეს და გაუზიარეს თავიანთი ისტორიები.
ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა განხილული რუსული კანონი და ამ კანონზე საუბარი არც ყოფილა ჩვენი ინტერესი. დღეს ქვეყანაში გაცილებით მძიმე პოლიტიკური და სამართლებრივი კრიზისია და საზოგადოებას ნათლად აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ორი მოთხოვნა.