logo
ENG



დოლიძე: მოსამართლეთა სიიდან არავის დანიშვნა არ შეიძლება

09 დეკ 201907:56
3 წუთის საკითხავი
 
c4lbk0xui0s4e4h.jpg

პარლამენტის პლენარული სხდომის თარიღი, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაამტკიცონ, უკვე ცნობილია. 11 დეკემბერს  საკანონმდებლო ორგანომ  კადნდიდატების  20-კაციან სიას უნდა უყარონ კენჭი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს. 

როგორც „ფორმულას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა, პროცესის მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ე.წ. კლანის რომელიმე წარმომადგენელმა დაიკავოს პოზიცია უზენაეს სასამართლოში და იქიდან მოემსახუროს ხელისუფლების ინტერესებს.

„პროცესის მიზანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ კლანის რომელიმე წარმომადგენელმა დაიკავოს პოზიცია უზენაეს სასამართლოში და იქიდან მოემსახუროს ხელისუფლების ინტერესებს. ამიტომ, მე ვაგრძელებ ჩემს კამპანიას "ჩააგდე სია". არავის დანიშვნა ამ სიიდან არ შეიძლება. მთელი კვირის განმავლობაში ამას სხვადასხვა ფორმით გავუსვამ ხაზს“, - განაცხადა დოლიძემ.


close დახურვა